This is a specific ad

მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ჯგუფის გასტროლი ჩინეთში

56

Another advertisement
მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ცეკვის ანსამბლებიდან „ენგური“ და „იბერია“ სპეციალურად დაკომპლექტებულმა ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქებში სოლო კონცერტები გამართა.
კონცერტები „აბრეშუმის გზის კულტურის ჰაბის“ ფარგლებში შედგა, რომელიც მარნეულის მერის მოადგილის თემურ შუბითიძის ინიციატივით განხორციელდა. მარნეულის მერის მოადგილე ამა წლის მარტის თვეში, „მსოფლიო თეატრის დღის“ ფარგლებში სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კერძოდ ქალაქ ლანგფანგში იმყოფებოდა, სადაც დაიგეგმა ქართული ქორეოგრაფიული ჯგუფისა და ჩინური ტრადიციული თეატრის „სიჩუს“ ერთობლივი კონცერტები. ასევე, ოფიციალური დელეგაციის ვიზიტი ქალაქ სიანსა და ჰუანგანგში.
აღსანიშნავია, რომ სოლო კონცერტები ქალაქ სიანში, ჰუანგანგსა და ჰიშუიში გაიმართა, სადაც ჩინელმა მაყურებელმა პირველად იხილა ქართული ტრადიციული ქორეოგრაფია. ასევე, მარნეულის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიულმა ჯგუფმა სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა ქალაქ ვუჰანში, „ეროვნული საბავშვო ხელოვნების დაჯილდოების ცერემოანიალზე“.
კონცერტებს მარნეულის მუნიციპალიტეტიდან ვიზიტით მყოფი ოფიციალური დელეგაციის წევრები და აღნიშნული ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
კულტურის ცენტრის მოცეკვავეები ჩინეთში მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ფინანსური მხარდაჭერით გაემგზავრნენ, რომლებსაც ადგილზე ჩინეთის მხარემ უმასპინძლა.
Kateqoriya: Maraqlı, Region
Sonrakı yazı
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ოფიციალური ვიზიტი ჩინეთში
Öncəki yazı
Avqust müharibəsindən 16 il keçir