Another advertisement
საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს, რაც რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ საგზაო და სპორტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ასევე, გარე განათებისა და წყალმომარაგების სისტემის მოწყობას გულისხმობდა. გარდა ამისა, საუბარი მუნიციპალიტეტებში არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს შეეხო.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას რწმუნებულის მოადგილეები, ნიკა კობახიძე და ილია ჯალაღანია მუნიციპალიტეტების მერებთან, საკრებულოს თავმჯდომარეებთან და მათ მოადგილეებთან ერთად ესწრებოდნენ.