This is a specific ad

მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ქარი, სეტყვა, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

56

Another advertisement

გარემოს ეროვნული სააგენტო, საქართველოში ამინდის გაუარესების შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

“1 ივლისის დღის ბოლოდან 2 ივლისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.

 

მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო),” – წერს სააგენტო სოციალურ ქსელში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 30 000 ევროთი დააჯარიმა
Öncəki yazı
მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი მექანიზმი ამოქმედდება