This is a specific ad

საქართველო ნატოს სამიტში მონაწილეობას მიიღებს

55

Another advertisement

საქართველო 9-11 ივლისს ვაშინგტონში დაგეგმილ ნატოს საიუბილეო სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უხელმძღვანელებს. მინისტრი მონაწილეობას მიიღებს 10 ივლისს დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში პარტნიორი ქვეყნების ფორმატში.
„ილია დარჩიაშვილი ასევე მონაწილეობას მიიღებს სამიტის ფარგლებში დაგეგმილ სხვა ღონისძიებებში და გამართავს ორმხრივ შეხვედრებს. აღსანიშნავია, რომ სამიტის პროგრამით უზრუნველყოფილია პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე მონაწილეობა, შესაბამისად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიწვეულია ვაშინგტონში გამართულ სამიტში მონაწილეობის მისაღებად“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
VI çağırış Milli Məclis buraxılıb, Azərbaycanda növbədənkənar seçkilər təyin edilib
Öncəki yazı
აზერბაიჯანში პირდაპირი აღმავალი თუ დაღმავალი შტოს ნათესავებს შორის ქორწინება აიკრძალა