This is a specific ad

დიდი შვიდეულის სამიტის შეხვედრაები იტალიაში დაიწყო

62

Another advertisement
დიდი შვიდეულის (G-7) სამიტი 13-დან 15 ივნისამდე იტალიაში გაიმართება, სადაც მონაწილე ქვეყნის ლიდერები, მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე გამოწვევებზე იმსჯელებენ.
 სამიტის ფარგლებში, დაგეგმილია ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმერ ზელინსკის შეხვედრა, სადაც გაფორმდება უსაფრთხოების 10 წლიანი შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც, ამერიკელები სამხედრო დახმარებით უზრუნველყოფს უკრაინას, თუმცა, ეს ვალდებულება არ ეხება ომში პირდაპირ ჩართულობას.
სამიტის ფარგლებში განსაზღვრულია 4 ძირიტადი საკიტხის რის შესახებაც მოხდება მსჯელობა.
ეს საკითხებია:
  1. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები – აშშ და უკრაინა გააფორმებენ 10 წლიან უსაფრთხოების შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც კიევი მიიღებს სამხედრო დახმარებას. დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნები კი უკრაინას ომის შემდგომ,გაყინული  რუსული აქტივებიდან  $50მილიარდ აშშ დოლარს დაუმტკიცებენ.
  2. ღაზა – ჯო ჯაიდენის მიერ შემუშავებული, ცეცხლის შეწყვეტის სამფაზიანი გეგმის განხილვა: I  ფაზა – 6 კვირიანი ცეცხლის შეწყვეტა, დასახლებული პუნქტებიდან ისრაელის გასვლა. II ფაზა – ტყვეების გატავისუფლება. III ფაზა – მოკლული ტყვეების დაბრუნება და საერთაშორისო თანამშრომლობისფარგლებში ღაზის რეკონსტრუქცია.
    ამ დრომდე მიმდინარეობს დეტალებზე მუშაობა, ეგვიპტისა და ყატარის ჩართულობით.
  3. ხელოვნური ინტელექტი – G7-ის ლიდერები იმსჯელებენ საერთაშორისო სტანდარტების დადგენაზე და იმ გამოწვევებზე, რაცხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება. გარდასახელმწიფო მეთაურებისა, ამ კონკრეტული საკითხის განსახილველ სესიასრომის პაპიც დაესწრება.
  4. საერთასორისო მიგრაცია – ამ საკითხზე განსაკუტრებულ ყურადრებას იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი დაუთმობს. მისი ისეაა, რომ ინვესტიცია აფრიკის კონტინენტზე გახორციელდეს, რტა ეკონომიკურმა სარგებელმა მოსახლეობას შეუმციროს ევროპაში გადასახლების ცდუნება.
გარდა ჩამოთვლილი ამ ძირითადი ოთხი საკითხისა, ლიდერების ფოკუსში ჩინეთიც მოექცევა, განსაკუთრებით ტაივანთან გამწვავებული ურთიერთობების კონტექსტში და კლიმატთან დაკავშირებული საკითხები.
Kateqoriya: Dünya, Siyasət
Sonrakı yazı
15-17 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი
Öncəki yazı
GAK-ის თავმჯდომარე, ჰუსეინ იუსუბოვი ყურბან-ბაირამის მილოცვას ავრცელებს