This is a specific ad

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრებს იწყებენ

61

Another advertisement

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები კამპანიას „პარლამენტარები ევროპის მომავლისთვის“ იწყებენ და ამ კამპანიის ფარგლებში რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ. კამპანიის მიზანია მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების გაძლიერება.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები მოქალაქეებთან ერთად განიხილავენ აქტუალურ საკანონმდებლო საკითხებს, როგორიცაა კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგები საქართველოს მოსახლეობისთვის. ასევე, თქვენ შეგეძლებათ დასვათ თქვენი შეკითხვები სხვა თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე“. – ნათქვამია კამპანიის შესახებ განცხადებაში.

ეს ოპოზიციონერი დეპუტატები რეგიონებში საჯარო შეხვედრებში მიიღებენ მონაწილეობას: თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, თინათინ ბოკუჩავა, ანა წითლიძე, სალომე სამადაშვილი და ანა ნაცვლიშვილი.

საჯარო შეხვედრები ქუთაისიდან დაიწყება და გორში დასრულდება. შეხვედრების განრიგი ასეთია:

17 ივნისი – ქუთაისი
18 ივნისი – ზუგდიდი
19 ივნისი – ბათუმი
20 ივნისი – ოზურგეთი
22 ივნისი – გორი

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Qurban bayramı ilə bağlı bütün suallarınızın cavabı – İZAH
Öncəki yazı
საქართველოში აზერბაიჯანის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იმყოფებოდა