Another advertisement
განათლების მინისტრის გიორგი ამილახვარის მიერ პარლამენტში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, 1 ივლისიდან მასწავლებელთა ხელფასები ახალ სახელფასო სისტემაში გადაინაცვლებს. კერძოდ, წარდგენილი ანგარიშის ტანახმად, სრულ განაკვეთზე მყოფი მასწავლებლების 70%-ის ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სახელფასო სისტემით ყველა მასწავლებელს, რომელსაც მაღალი საათობრივი დატვირთვა აქვს ხელფასი გაეზრდება, ხოლო სრულ განაკვეთზე მასწავლებლელთა 70%-ს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაიზრდება.
„ხარისხიანი განათლების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სისტემური მხარდაჭერის მექანიზმების შემუშავება“. – ნათქვამია მინისტრის ანგარიშში.