Another advertisement
სახელმწიფო დეპარტამენტი დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისა და ადამიანთა უფლებების დარღვევისთვის სანქციებს უწესებს “ქართული ოცნების” ათობით წევრსა და სამართალდამცველებს, ოჯახის წევრებთან ერთად. პირველი ნაწილი მოიცავს სავიზო აკრძალვებს. ოფიციალური პირების განცხადებით, სანქციები კიდევ უფრო დამძიმდება (ფინანსური კუთხით). მსგავსი რამ პირველი შემთხვევაა საქართველოს ისტორიაში.
სახ. დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებით, აშშ მხარს უჭერს ქართველ ხალხს და გმობს კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის მიღებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის კურსა და დემოკრატიას.