This is a specific ad

საპარლამენტო უმრავლესობა კანონების ახალ პაკეტს აინიცირებს

49

Another advertisement

საპარლამენტო უმრავლესობა კანონების ახალ პაკეტს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ აინიცირებს,  რომელიც ერთი ძირითადი და 18 გამომდინარე კანონპროექტისგან შედგება, რომლითაც ცვლილებები შედის არაერთ კანონში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცვლილებები შედის – სამოქალაქო კოდექსში, შრომის კოდექსში, განათლების შესახებ კანონმდებლობაში და სხვ. შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას დაგეგმილი ცვლილებების ძირითადი ასპექტები გააცნო.

პაპუაშვილის განმარტებით, ქორწინების საკითხი 2017 წელს მოწესრიგდა, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის ოჯახის შექმნის მიზნით.

„ჩვენ გვესმის საუბრები, რომ ქორწინების ალტერნატიული ზომები იქნეს შემოღებული საქართველოში, ამიტომ კანონში იქნება, ისევე, როგორც შემდეგ კონსტიტუციურ კანონით მოწესრიგდება, რომ დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება.” – განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, დოკუმენტი 8 მიმართულებას მოიცავს. მისი თქმით, თითქოსდა არსებობს რაიმე დისკუსია ქორწინების ალტერნატიული ფორმების შემოღების შესახებ, რის გამოც კანონპროექტით დაუშვებელი იქნება ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრაცია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება — ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და კაცს შორის.

მისი თქმით, ასევე აეკრძალებათ არასრულწლოვანის შვილად აყვანა მათ, ვინც თავს საკუთარი სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებენ ან არ არიან ჰეტეროსექსუალი ადამიანები. პაპუაშვილის თქმით, მათ შორის- მარტოხელა პირებსაც.

ასევე აიკრძალება სქესის შეცვლის ოპერაცია ან რაიმე სახის სხვა სამედიცინო მანიპულაცია და აკრძალული იქნება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სხვა სახელმწიფოს მიერ გაცემულ საბუთში ადამიანისთვის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება. ამასთან, დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში „ლგბტ პროპაგანდის“ წარმოება, კერძოდ – ისეთი ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“. აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მაუწყებლებს კი აეკრძალებათ ლგბტ ადამიანების ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ეთერში გაშვება, ინფორმაციის გავრცელება, მათ შორის ეს ეხება მაუწყებლებს. დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ თავისი ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის წახალისებისკენ. ეს აკრძალვა მოქმედებს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომ არ მოხდეს ერთი და იმავე სქესის წარმომადგენლებს შორის ინტიმური ურთიერთობის ამსახველი სცენის ან ინცესტის სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. ასევე აკრძალული იქნება იმავე შინაარსის რეკლამა“.

მეშვიდე საკითხი ეხება შეკრებისა და მანიფესტაციის საკითხს და კრძალავს საჯარო შეკრებას ან მანიფესტაციას, რომელიც, მისი თქმით, მიმართულია „ადამიანის თავისი სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იგივე სქესის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ“:

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ შრომით ურთიერთობებში, როგორც კერძო სამართლებრივ დაწესებულებებში, ისე საჯარო დაწესებულებებში, ბათილი იქნება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული „ისეთი ვალდებულება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ“.

 

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Marneulidə Mədəd Çobanovun xatirəsinə həsr edilmiş tədbir keçirilmişdir
Öncəki yazı
Parlament binası qarşısında yenidən etiraz aksiya davam edir- İştirakçılar ilə polis arasında sözlü qarşıdurma yaşanıb