This is a specific ad

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის და თბილისის მერიის ორგანიზებით, თბილისის საბავშვო და ახალგაზრდული თეატრის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი დედაქალაქის პარალელურად ქალაქ მარნეულშიც გაიმართა

51

Another advertisement

 

ფესტივალის ფარგლებში, მარნეულის კულტურის ცენტრში ოთხი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო ტრადიციული ჩინური სიჩუს კლასიკური სპექტაკლი „გიგზავნით ქლიავის პატარა ყვავილს“, აზერბაიჯანის აბდულა შაიგის სახელობის სახელმწიფო თოჯინების თეატრის სპექტაკლი „მალიქ მამადი, სომხეთის თოჯინების თეატრი, სპექტაკლით „პატარა უფლისწული“; სპექტაკლების სერია, დამოუკიდებელი პროექტით ფოთიდან, საქართველოს რეგიონული თეატრების ქსელის, ელენე მაცხონაშვილის საავტორო სპექტაკლით „ნიკო ნიკოლაძე“ დასრულდა;
📣 ამასთან შეგახსენებთ, რომ დღეს, 12:00 საათზე, მარნეულის კულტურის ცენტრში ამერიკელი მსახიობის, საერთაშორისო თეატრის რეჟისორის და პროფესორის, ჯეისონ ჰეილის ვორქშოფი სამსახიობო იმპროვიზაცია გაიმართება.
✔️ ფესტივალის მხარდამჭერები არიან: იუნესკოს თეატრი, ეროვნული სასახლე, Silk Road Culture Hub, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და სხვა.
Kateqoriya: Maraqlı, Marneuli, Region
Sonrakı yazı
Aprel-may aylarında 42 xarici ölkə vətəndaşı Gürcüstandan çıxarılıb
Öncəki yazı
მარნეულში სასკოლო რაგბის ფესტივალი გაიმართა