ქალაქ მარნეულში ახალი, 2000 გულშემატკივარზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა.
სტადიონის კომპლექსი მოიცავს უეფას სტანდარტებით (II კატეგორია) გათვალისწინებულ ყველა აუცილებელ სივრცეს.
სტადიონი საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნა. გახსნას ესწრებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები: პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე; ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე; კულტურისა და სპორტის მინისტრი და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი; კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
“სპორტი ნიშნავს ჯანსაღ ახალგაზრდობას და მომავალში ყველაფერი გაკეთდება სპორტის განვითარებისთვის“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სტადიონი აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო თანამედროვე სისტემით და სრულად ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
ახალი სტადიონის პროექტირება და მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8,2 მილიონი ლარით დაფინანსდა.