This is a specific ad

ერთობლივი სწავლება „კავკასიის არწივი – 2024“ საზეიმოდ გაიხსნა

21

Another advertisement

აზერბაიჯანის რესპუბლიკაში – აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს სპეცრაზმის ერთობლივი სწავლება „კავკასიის არწივი – 2024“ გახსნის ცერემონია გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ცერემონიის დასაწყისში აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს რესპუბლიკების სუვერენიტეტის დასაცავად დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნა წუთიერი დუმილით აღინიშნა, გაჟღერდა სამივე ქვეყნის ჰიმნები და აღიმართა ეროვნული დროშები.

გახსნის ცერემონიაზე სპეცდანიშნულების რაზმის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა გენერალ-მაიორმა აკიფ პირვერდიევმა პერსონალს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობის მილოცვა გადასცა და ტრენინგის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებისთვის მუსიკალური პროგრამა  “მაღლა და მაღლა, კავკასიის არწივი!” გაიმარტა

მხატვრულ პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს ჰაზი ასლანოვის სახელობის არმიის იდეოლოგიურ-კულტურული ცენტრის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის წევრებმა, ჯამშიდ ნახჩივანსკის სამხედრო ლიცეუმის სამხედრო ორკესტრმა, ბაქოს ქორეოგრაფიის აკადემიამ და ცეკვის ანსამბლმა „სემამ“.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
Öncəki yazı
İyunun 4-6-da Gürcüstanda gözlənilən hava şəraiti