This is a specific ad

4-6 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი საქართველოში

43

Another advertisement
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ივნისამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
თბილისში საღამოს და ღამის საათებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.
 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 7 ივნისამდე უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 7 ივნისამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსამდე დათბება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსამდე დათბება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსამდე გათბება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +31, +33 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი იქნება.
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
İyunun 4-6-da Gürcüstanda gözlənilən hava şəraiti
Öncəki yazı
“Qafqaz Qartalı – 2024” birgə təliminin açılış mərasimi keçirilib