This is a specific ad

28 მაისი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეა

17

Another advertisement

დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაულია, 28 მაისს აზერბაიჯანი – დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ჩვენ, საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესი და “QafqazTurk” მედიის გუნდი, ვულოცავთ ჩვენს აზერბაიჯანელ თანამემამულეებს აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეს! ჩვენ ვუსურვებთ მშვიდობას, სიმშვიდეს და ბედნიერებას ყველა აზერბაიჯანელ ხალხს – მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს!

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობა გაგრძელდება მეგობრობის, მეზობლობისა და ძმობის პირობებში!..

… დამოუკიდებელი აზერბაიჯანის სახალხო რესპუბლიკის დაარსება ჩამოყალიბება 1918 წლის 28 მაისს თბილისში კავკასიის გუბერნიის შენობაში მუჰამედ ამინ რასულზადეს ხელმძღვანელობით აზერბაიჯანის ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა.

ამრიგად, აღმოსავლეთში დაარსდა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა.

დამოუკიდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკამ მხოლოდ 23 თვე იარსება და 1920 წლის 28 აპრილს ბოლშევიკების შემოსევის შედეგად ჩამოიშალა.

საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებლების არსებობა და მათი საქმიანობა აიკრძალა. აზერბაიჯანელ ისტორიკოსებსაც კი ეკრძალებოდათ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის ხსენება. 1991 წელს აზერბაიჯანის მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, აზერბაიჯანის დამოუკიდებელ რესპუბლიკასთან დაკავშირებული ყველა აკრძალვა დასრულდა.

1991 წლის 18 ოქტომბერს ბაქოში მიღებულ იქნა კონსტიტუციური აქტი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შესახებ“. კონსტიტუციურ აქტში მოხსენიებულია 1918 წლის 28 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაცია და აზერბაიჯანის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეკლარაცია „აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ“ 1991 წლის 30 აგვისტოს და დაადგინა, რომ თანამედროვე აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრე.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Parlament “xarici təsir” qanununa qoyulan vetonun ləğvini müzakirə edir
Öncəki yazı
Türkiyə məhsullarının gürcü məhsulları ilə müqayisədə hansı üstünlükləri var?