This is a specific ad

ირანმა რუსეთს უახლესი საჰაერო შეიარაღება გადასცა

56

Another advertisement

ირანმა პირველად მიაწოდა რუსეთს უახლესი საჰაერო ბომბები უკრაინაზე თავდასხმისთვის. Bild-ის სამხედრო დამკვირვებელი ჯულიან როპკე ამ დასკვნამდე მას შემდეგ მივიდა, რაც გამოიკვლია ვიდეო ჩანაწერი კურსკის რეგიონში მძიმე ირანული უპილოტო საფრენი აპარატის Mohajer-6-ის ჩამოვარდნის ადგილიდან. როპკეს თქმით, თვითმფრინავს უახლესი ირანული Qaem-5 მართვადი ბომბები გადაჰქონდა.

“გარეგნულად, ფოტოსა და ვიდეოში მოცემული საბრძოლო მასალა ძალიან ჰგავს Qaem-5-ს, მცირე დიამეტრის ბომბს, რომელიც შეიძლება დამონტაჟდეს ირანულ Mohajer-6-სა და Hamaseh-ზე. იგი დისტანციურად მართვადია და შეიძლება აღჭურვილი იყოს სხვადასხვა ტიპის აღჭურვილობით. მისი დეკლარირებული ფრენის დიაპაზონი 40 კმ-მდეა, მინიმალური ოპერატიული სიმაღლე დაახლოებით 3 კმ. ირანში ექსპლუატაციაში შევიდა 2019 წლის აგვისტოში.”

სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რაშიები მუშაობდნენ მოჰაჯერ-6-ით, მაგრამ იარაღის გარეშე. როპკეს თქმით, Qaem-5-ის გამოყენება მიუთითებს თეირანსა და მოსკოვს შორის სამხედრო თანამშრომლობის ახალ დონეზე.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
“არ მესმის, 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს როგორ დააბრუნებს” – კონსტანტინ ზატულინი
Öncəki yazı
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა