This is a specific ad

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” შესახებ ვეტოს დღეს განიხილავს

48

Another advertisement

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის” შესახებ პრეზიდენტის მოტივირებულ ვეტოს დღეს განიხილავს.

საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ ვეტოს დასაძლევად მზად არიან. მათი თქმით, ამ ნაბიჯით დაიცავენ ქვეყნის სუვერენიტეტს ნებისმიერი გარე ჩარევისაგან.

ოპოზიცია ვეტოს დაძლევას ეწინააღმდეგება. მთავრობის ოპონენტების განცხადებით, თუ მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევს, ეს ქვეყანაში პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა “გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო, გასულ კვირას დაადო.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Ge | Az 26 მაისს, გამთენიისას, მარნეულის მუნიციპალიტეტში მოხდა სტიქია
Öncəki yazı
მსახიობი ტრისტან სარალიძე გარდაიცვალა