This is a specific ad

30 აპრილი – საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა

80

Another advertisement
საქართველოს თავდაცბის ძალები 33 წლისაა.
საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელიც ვაზიანის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა, 100-მა ჯარისკაცმა ფიცი დადო ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინაზე. მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი.
ზურაბიშვილმა ჯარისკაცების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოს ჯარმა ყველაზე კარგად იცის, ვინ არის მტერი და ვინ მოყვარე. მისი თქმით, ევროპული პერსპექტივა არის დამოუკიდებლობის, სუვერენობის, იდენტობის, მრავალფეროვნების, ტოლერანტობის, მშვიდობისა და განვითარების გზა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების 33-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას არ მიესალმა საქართველოს პრეზიდეტს, თავდაცვის ძალების მთავარსარდალს სალომე ზურაბიშვილს, გააკრიტიკა მისი გამოსვლის შინაარსი და თქვა, რომ „ქვეყნის ღალატისთვის ღმერთს წინაშე აგებს პასუხს“.
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
7, 8 და 10 მაისი უქმე დღეებად გამოცხადდა
Öncəki yazı
QafqazTürk- მედია იწყებს გადაცემათა ციკლს