Another advertisement
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან უცხოეთის 54 მოქალაქე გააძევეს – ამის შესახებ აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებში.
წელს საქართველოდან გაძევებულ მოქალაქეთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილს 11 მოქალაქით, ერაყი იკავებს. მას შემდეგ მოსდევს ირანი 7 ადამიანით. ქვეყნის ტერიტორია დაატოვებინეს ასევე, რუსეთის – 5, ლიბიის – 5, ნიგერიის – 5, ინდოეთის – 4 მოქალაქეს და ა.შ.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ყველაზე მეტი გაძევებული ადამიანი 16-40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება და ეს რიცხვი 24-ს შეადგენს. ამასთან, ქვეყნის ტერიტორია 4 არასრულწლოვანს დაატოვებინეს.
რაც შეეხება წინა წლებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს ქვეყნიდან 190 პირი გააძევეს, 2022 წელს – 165, 2021 წელს კი 77.