This is a specific ad

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაძლო ტერაქტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

49

Another advertisement

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტელეგრამის ერთ-ერთ არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელების შესახებ განცხადება გაავრცელა.

“მიმდინარე წლის 21 აპრილს, სოციალურ ქსელებში, კერძოდ ინტერნეტ აპლიკაცია ტელეგრამში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, თბილისის მასშტაბით საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და სავაჭრო ცენტრებში შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობების განთავსებისა და მოსალოდნელი თავდასხმების შესახებ მუქარის ფაქტებზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა შესაბამისი ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები.
სპეციალური კონტრტერორისტული ღონისძიებების შედეგად რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა.” – ნათქვამია განცხადებაში
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება.
განცხადება რუსულ ენაზე გავრცელდა და მასში ჩამოთვლილი იყო ის სკოლები რომლებშიც უნდა განხორციელებულიყო ტერაქტი.
  “ვამბობთ პირდაპირ, სად წავალთ
სკოლები: #37, 64, 72, 79, 96, 98, 105, 116, 132, 142, 144, 146.
სავაჭრო ცენტრები: “თბილისი გალერეა” და “თბილისი მოლი”
ამ სკოლებში ჩავცხრილავთ ბავშვებს.
20-ნი ვართ, ჩვენ არ გვეშინია, პოლიცია ვერ დაგვიჭეს.
ჩვენ ჩაგცხრილავთ თქვენ, გამოგჭრით ყენლს, თქვენსავე სკოლაში იქნებით განადგურებულები.
თარიღი: 22.04.2024 ქ.თბილისი.
!!მე შევალ ისტორიაში!!
დასუბთავება მალე ასრულდება!!”
ნათქვამია ტელეგრამ არხზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ამ ქმედებისთვის 500 და 2000 ლარით დაჯარიმდებით – ნახეთ სპეციალური განცხადება
Öncəki yazı
Dövlət Təhlükəsizlik Xidməti mümkün terror hücumu ilə əlaqədar BƏYANAT YAYIR