საქართველოს პარლამენტის უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე.
ამასთან, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტები, ხოლო სხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლები შენობაში შესვლას ვერ შეძლებენ.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შეესაბამისად, მიმდინარე წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შეზღუდვა არ შეეხება ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებულ ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”,- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, უსაფრთხოების მსგავსი რეჟიმი პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე “უცხოური გამჭვირვალობის კანონპროექტის” განხილვასთან დაკავშირებით, 15 აპრილსაც მოქმედებდა. პარლამენტში 16 აპრილს საკომიტეტო მოსმენები, ბიუროს სხდომა და პლენარული სესიაა ჩანიშნული.