This is a specific ad

რას აღნიშნავს ხინკლის ფორმა, 19 ნაოჭი და რატომ ითვლება ის ქართულ კერძად – საინტერესო ანატომია

59

Another advertisement

ხინკალი არის ქრისტიანობამდელი პერიოდის ქართული კერძი!

“ფეისბუქის” მომხმარებელი, დავით დადიანი ქართული სამზარეულოს გვირგვინის – ხინკლის ჩვენს ქვეყანასთან საინტერესო იდენტიფიცირებას ახდენს. თუ რატომ აქვს ამ ცომეულს ცხრამეტი ნაოჭი, ბორჯღალოს ფორმა და რისთვის არის საჭირო ინგრედიენტი – ძირა.

მთავარი მაინც ხინკლის ფორმაა, ჩვენს დალოცვილ წინაპარს უბრალოდ კი არ მიუზელ-მოუზელია, არამედ ყველაფერში აზრი ჩაუდია;

ხინკლის ზედა მხარე ბორჯღალია – მზის სიმბოლო და უნდა ჰქონდეს ცხრამეტი ნაოჭი, რაც ყველაზე მეტად ადასტურებს მის ქართულობას, რადგან ქართულ ასომთავრულ ანბანში მე-19-ე ასონიშანი არის “რაე“ Ⴐ ბორჯღალისა და მზის ნიშანი, ზუსტად ამიტომ ჩადო ქართველმა თავის მეხსიერებაში “ხინკალი, ხინკალი, ხინკალი-ცხრამეტნაოჭიანი” და ამაში ვერავინ შეგვედავება!

მისი მეორე მხარე კი დისკოა, ანუ სავსე მთვარის სიმბოლო, ბარაქის მომტანი (ხორციელი).

ამ ორი მნათობის სიმბოლო თავსდება ქვაბში, რომელიც სამყაროს სიმბოლოა ამ მოცემულ მომენტში, წყალი კი ის პირვანდელი მყარი და ქვაბმა უნდა იბრუნოს, როგორც ცის თაღმა. (პრაქტიკული დანიშნულება: ქვაბის ტრიალი-რომ არ მიიკროს ხინკალი, ნაოჭები – რათა მათში დაგროვდეს ხორცის ქაფი).

ხინკალი ეს არის კერძი, რომელიც ასახავს მიწათმოქმედთა და მწყემსთა ერთობას, რადგან მის მოსამზადებლად საჭიროა ხორბლის ფქვილი და ხორცი, (ასევე ძირა, მარილი, პილპილი, სატევარი , წყალი და ცეცხლი.)

ხინკლის დეტალები და მათი მნიშვნელობა გვიდასტურებს, რომ ის ქრისტიანობამდელია და უდავოდ კავკასიური – ქართული.

განვიხილოთ დეტალურად: ხორბალი – მოგეხსენებათ, რომ მიწათმოქმედება (პირველად მსოფლიოში) ჩაისახა და განვითარდა კავკასიის, კერძოდ ახლანდელი საქართველოს ტერიტორიაზე 10 000 წლის წინ, G2a ჰაპლოჯგუფის მატარებელი ადამიანების მიერ, რომელთა შთამომავლობაც დღემდე უწყვეტად ცხოვრობს საქართველოში, (მეც და ესე იგი ყველა ამ G2a ჰაპლოჯგუფის წევრები ვართ, ასევეა ქართველთა უმრავლესობაც, უმეტესად მეგრელები და სვანები, მათი 80%-ია ამ გენის მატარებელი), ანუ მიწათმოქმედება საქართველოში ვითარდებოდა 100 საუკუნის განმავლობაში (კონკრეტულად მევენახეობა-მეღვინეობა 80 საუკუნე) და აქედან გავრცელდა მთელს დედამიწაზე.

ამ უძველესი და დიდი გამოცდილების შედეგია ის რომ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, დღეისათვის ხორბლის 27 კულტურული სახეობაა აღწერილი. აქედან, 14 სახეობა საქართველოშია აღმოჩენილი, სადაც გაერთიანებულია რამდენიმე ათეული სახესხვაობა და ჯიში, მათ შორის 5 სახეობა ენდემურია, რაც ნიშნავს, რომ ეს სახეობები მხოლოდ საქართველოში იყო გავრცელებული (პ. ნასყიდაშვილი, და სხვ. 1983). რაც მთავარია ჩვენი ენდემური მახა არის ყველა კულტურული ხორბლის “მამა”.

ხორცი – ცნობილია, რომ ცხოველთა მოშინაურება მოხდა მცირე აზიასა და კავკასიაში (შუმერი და მტკვარ-არაქსის კულტურა). ისიც დადასტურებულია, რომ მეტალურგიაც საქართველოს ტერიტორიიდან იღებს სათავეს (სატევარი).

აღსანიშნავია მცირე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ინგრედიენტი “ძირა”, რომელიც ანეიტრალებს იმ სიმძიმეს რომელსაც იწვევს მოხარშული ცომისა და ხორცის ნაზავი კუჭისთვის, რაც არ გააჩნიათ სხვა ხინკლისმაგვარ კერძებს, შუააზიური “მანტი“ იქნება ეს თუ ჩინურ-მონღოლურ-რუსული მიმსგავსებული კერძები…

ეს ყველაფერი მრავალგზის ადასტურებს, რომ ხინკალი არის ქრისტიანობამდელი პერიოდის ქართული კერძი!

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
თებერვალში ფულადი გზავნილების ძირითად წყაროს ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგენდა – ეროვნული ბანკი
Öncəki yazı
Gürcüstan hökuməti Prezidentin Litvaya işgüzar səfərinə icazə verməyib