This is a specific ad

თოვლის მასაში მოყოლილ დიტო გოგოლაძეს ამ დრომდე ეძებენ

51

Another advertisement

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დრომდე ეძებენ თოვლის მასაში მოყოლილ მამაკაცს. 48 წლის დიტო გოგოლაძის ძებნა-შველის ოპერაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები ახორციელებენ.

ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი და დრონებიც. მამაკაცი, სოფელ ციხისჯვართან, მთის ფერდობიდან მოწყვეტილმა თოვლის მასამ მოიყოლა. სტიქიის ადგილი 9 კილომეტრით არის დაშორებული დაბა ბაკურიანს.

“შავი კლდე” – ასე ჰქვია ადგილს, რომლის მიმართულებითაც გუშინ დილით, ბაკურიანიდან, 5 ბურანი დაიძრა. 4-მა ადამიანმა ზვავს გამოასწრო, ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
„ნაპოლი“ ოფიციალურად ადასტურებს – კვარაცხელია „ატალანტასთან“ მატჩს გამოტოვებს
Öncəki yazı
„საქართველოს თეთრი ოქრო- 10 წელიწადში სრულიად ევროპა აქ ისრიალებს“ – Die Presse საქართველოს შესახებ