„ევრო 2024“-ზე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებს დაუპირისპირდება. როგორც უკვე ცნობილია, „ევრო 2024“ გერმანიაში, 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გაიმართება, ფინალი კი ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე” შედგება.
რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, თურქეთის წინააღმდეგ თამაში 18 ივნისს შედგება, ჩეხეთს 22 ივნისს დაუპირისპირდება, ხოლო პორტუგალიას 26 ივნისს.
18 ივნისის მატჩზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 928 ლარიდან (დღევანდელი კურსით) იწყება და 5 388 ლარზე ადის.
22 ივნისს საქართველო-ჩეხეთის მატჩის ბილეთების ფასი 768 ლარიდან 5 773 ლარამდე მერყეობს.
რაც შეეხება 26 ივნისს საქართველო პორტუგალიის თამაშს, ბილეთების შეძენა 818 ლარიდან 4 047 ლარამდეა შესაძლებელი.