პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (Ultimate Fighting Championship, UFC) გამარჯვებული ქვემსუბუქ წონაში, ქართველი პროფესიონალი მებრძოლი, ილია თოფურია ღირსების ორდენით დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და სახელმწიფო ჯილდო საქართველოს პრეზიდენტმა ილია თოფურიას პირადად გადასცა.
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (Ultimate Fighting Championship, UFC) გამარჯვებული ქვემსუბუქ წონაში, ქართველი პროფესიონალი მებრძოლი ილია თოფურია საქართველოში შერეული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული პირადი წვლილისა და წარმატებული სპორტული საქმიანობისთვის დაჯილდოვდა.
სიტყვით გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ – “ახალგაზრდებისთვის ეს მაგალითია, თუ რა სიმაღლეებს შეიძლება მიაღწიონ – არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს მიღმა, ვინაიდან სპორტი არის მართლაც საერთაშორისო დარგი. საიდანაც არ უნდა იწყებდე მთავარია ახვიდე მაღალ საფეხურზე და მიზანს მიაღწიო და ამის მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ახალგაზრდებისთვის იმ დროს, როცა უნდა გაიგონ, რომ ჯანსაღი ცხოვრება და სპორტი მათი მომავლისთვის ამის (საერტაშორისო აღიარების, დაჯილდოვების) განსახიერებაა, მიუხედავად იმისა შემდგომში მთავარ პროფესიად სპორტს გაიხდიან თუ არა და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ. თქვენსავით გამარჯვებული სპორტსმენები არიან მათთვის ცოცხალი მაგალითები და ჩვენს საზოგადოებას ზოგადად აკლია მაგალითები, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.”
პრეზიდენტმა ასევე გამარჯვება უსურვა საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ლუქსემბურგთან შეხვედრაში.
„ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ამ ტიტულის მიღება. საქართველოდან წავედი როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე და დღეს, აქ რომ ვბრუნდები თქვენ წინაშე და ასეთი სახის ტიტულს რომ ვღებულობ სიამაყით მავსებს. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ასეთი კარგი სიტყვებისთვის. როგორც ახსენეთ ახლა მალე წავალთ, საქართველოს ნაკრებს დავუჭერთ მხარს და აუცილებლად გავამარჯვებინებთ!
უდიდესი მადლობა ყველას მოსვლისთვის, გაუმარჯოს საქართველოს!“- განაცხადა ილია თოფურიამ სამადლობელი სიტყვის წარმოთქმის დროს.
ილია თოფურია საქართველოში პრემიერ მინისტრის, ირაკლოი კობახიძის პრადი მოწვევთ, 18 მარტს ჩამოვიდა.
ჩემპიონის დაჯილდოვების ცერემონიალს და დასწრებია ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდმარე შალვა პაპუაშვილი, რომელთაც პირადად მიმართეს პრეზიდენტს, ილია თოფურიასთვის რირსების ორდენის გადაცემის წარდგნებით.