This is a specific ad

GAK-ის თავმჯდომარის ჰუსეინ იუსუბოვის ინტერვიუ BBC NEWS-თან

62

Another advertisement

მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მაშინ ქვეყანაში სიხარული და ენთუზიაზმი მოჰყვა, ზოგან ყველას არ უხარია, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ, იუწყება ჟურნალისტი კონულ შაჰინი საქართველოდან. ის წავიდა რეგიონებში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და მათი მოსაზრებები გაეცნო. იგი ასევე გაესაუბრა, საქართველოში  “ქართველ აზერბაიჯანელთა კონგრესის” თავმჯდომარის, ჰუსეინ იუსუბოვს.

“ჩვენ ვწუხვართ, რომ შეიძლება ამან პრობლემა შეუქმნას აზერბაიჯანსა და თურქეთში ჩვენს მოგზაურობას” – ჰუსეინ იუსუბოვი.

საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარის ჰუსეინ იუსუბოვის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება კარგი შესაძლებლობა იქნება მზარდი დინამიკით განვითარებადი ქვეყნის ეკონომიკისთვის.

მისი თქმით, საქართველოსთვის, რომელიც არ ჩამორჩება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობას, მაღალი სესხების დაბალ საპროცენტო განაკვეთებით მეტი ფინანსური რესურსების მოპოვება ქვეყნის მედიცინის, მრეწველობის, განათლებისა და სხვა დარგების განვითარებას გამოიწვევს.

მაგრამ იუსუბოვი ამბობს, რომ არის საკითხებიც, რომლებიც აწუხებს ქართველ აზერბაიჯანელებს:

„საქართველო ჩვენი სამშობლოა, აზერბაიჯანი და თურქეთი კი ჩვენი ეროვნული სახელმწიფოები. ჩვენ ვიცით, რომ ეს ორი ქვეყანა ევროკავშირის ფარგლებს გარეთაა. შეიძლება იყოს პრობლემა აზერბაიჯანსა და თურქეთში ჩვენს მოგზაურობაში. ეს არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც გვაწუხებს“.

ჰუსეინ იუსუბოვს მიაჩნია, რომ ევროპაში პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესებიც კარგად უნდა შეფასდეს.

„ევროპის წამყვან ქვეყნებში, ძირითადად დასავლეთ ევროპაში, ბოლო რამდენიმე არჩევნებში იზრდება ნეოფაშისტების მიერ მოგროვილი ხმები.

ვარაუდობენ, რომ ნეოფაშისტები სერიოზულ შედეგებს მიაღწევენ ევროპის საპარლამენტო არჩევნებში მიმდინარე წლის მაისში. თუ ეს მოხდება, მათ შეიძლება არ მოინდომონ ჩვენი დანახვა ევროკავშირში.

ან გვინდა, რომ ფაშისტებმა დაგვანახონ გზა, საქართველოს თავი კი ნეოფაშისტების მიერ კონტროლირებად ინსტიტუტთან იყოს მიბმული?…“

 

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
მექსიკის საზღვრიდან საქართველოს მოქალაქეები მოიტაცეს
Öncəki yazı
კობახიძემ და ალიევმა ერთობლვი განცხადება გააკეთეს