This is a specific ad

როდემდე გაგრძელდება უნალექო ამინდი? – სინოპტიკოსების პროგნოზი

76

Another advertisement

სინოპტიკოსების პროგნოზით, 15 მარტამდე დასავლეთ საქართველოში თბილი, უნალექო და ზოგან ქარიანი ამინდი იქნება. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში 12–13 მარტს უნალექო ამინდს, 14 მარტს კი ზოგან მცირე ნალექს და ნისლს პროგნოზირებენ.

რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დასავლეთ საქართველოში, დაბლობში ჰაერი +18, +23 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება თბილისს, 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 მარტს მოიღრუბლება და იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +19, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): თბილი და უნალექო ამინდი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა +20, +22 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +14, +19 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი) 12-13 მარტს უნალექო, ხოლო 14 მარტს ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, 14 მარტს კი მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +14 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 12-13 მარტს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 14 მარტს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
რომელ სპეციალობაზე სწავლობს ყველაზე მეტი სტუდენტი საქართველოში ?
Öncəki yazı
“აღნიშნულ მისამართზე 93 ოჯახი ცხოვრობს…” – რა ვითარებაა ახლა სამტრედიის ქუჩაზე, სადაც წუხელ ძლიერი აფეთქება მოხდა?