ბათუმში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ცოლის არასრულწლოვან დისშვილს სექსუალურად ავიწროებდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. ინფორმაცია გუშინ ადგილობრივმა გამოცემამ Ajara Times-მა გაავრცელა. გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ კაცს 15 წლის გოგოს გაუპატიურების მცდელობა რამდენჯერმე ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდმა სექსუალური შევიწროების ფაქტის შესახებ დეიდას უამბო, რომელიც გოგონას ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც გოგონა სახლიდან გაიქცა, მივიდა პოლიციაში და მომხდარის შესახებ განაცხადა. პარალელურად გოგონამ ფაქტის შესახებ მეგობარსაც უამბო, რაც საბოლოოდ მისი დაჭრით დასრულდა. მოგვიანებთ გოგონას დეიდა და ბიძა პოლიციამ დააკავა, დეიდა გირაოს სანაცვლოდ იქნა გათავისუფლებული, ხოლო ბიძა პატიმრობაშია.
ბრალდებულის ოჯახისწევრებისა და ნათესავების მხრიდან არასრულწლოვანზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ძალადობა და მას ჩვენების შეცვლას სთხოვენ. გოგონას დედა ემიგრაციაში იმყოფება, შვილი კი დას ჩააბარა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის 3-ე პუნქტით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. გამოძიება ასევე დაწყებულია არასრულწლოვანის დეიდის მიმართაც, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.