This is a specific ad

პოლონეთში ბინების გაქურდვის ბრალდებით საქართველოს 3 მოქალაქე დააკავეს

16

Another advertisement

პოლონეთში, ქალაქ ლუბინში საქართველოს სამი  მოქალაქე  დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები 41, 42 და 46 წლის ქართველები არიან, რომლებსაც ბრალად საცხოვრებელ ბინებში შეჭრა და ფულისა და ძვირფასეულობის მოპარვა ედებათ.

მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა რამდენიმე ათასი ზლოტის ოდენობის ნივთები და ფული მოიპარეს.

დაკავებულებს სასამართლომ უკვე მიუსაჯა 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

Kateqoriya: Cinayət
Sonrakı yazı
ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ქუთაისში ორი ადამიანი ემსხვერპლა, სიჩქარეში შეჯიბრმა გამოიწვია
Öncəki yazı
Ge/Az მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მერი კენან ომაროვი, ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის და საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ