Another advertisement
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი ქაან ორბაისთან შეხვედრა გამართა.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩილინგარაშვილი და თურქეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების ხელმძღვანელი ბორან ჯან ქოჩბოღანი ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის კომპეტენტურ უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოთქვეს.