This is a specific ad

აზერბაიჯანის საელჩო საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

70

Another advertisement

აზერბაიჯანის საელჩომ საქართველოში 2024 წლის 7 თებერვალს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის 2024 წლის 7 თებერვალს დაგეგმილ რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეების საყურადღებოდ, რომლებმაც მიაღწიეს 18 წელს და აქვთ ხმის მიცემის უფლება:

აზერბაიჯანის რესპუბლიკის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში იასამალის #16 მეორე საარჩევნო ოლქში შეიქმნა #47 საუბნო საარჩევნო კომისია.
მისამართი: ქ.თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ #4

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებმა, რომლებმაც მიაღწიეს 18 წელს და აქვთ ხმის მიცემის უფლება, კენჭისყრისას საუბნო საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინონ ერთ-ერთი შემდეგი მოქმედი დოკუმენტი: ეროვნული პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებმაც მიაღწიეს 18 წელს და აქვთ ხმის მიცემის უფლება, რომლებსაც არ აქვთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზემოაღნიშნული მოქმედი პასპორტი, შეუძლიათ კენჭისყრაში მონაწილეობა მოქმედი პირადობის მოწმობით.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც გაიმართება 2024 წლის 7 თებერვალს, თბილისის დროით 08:00 საათიდან 19:00 საათამდე გაგრძელდება.”

დამატებითი ინფორმაციისთვის ამომრეველს შეუძლია მითითებულ ნომერზე დარეკოს : +995555250993, +995322243004.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
ილჰამ ალიევი: “თუ სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდება, მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია”
Öncəki yazı
Ərdoğan azərbaycanlı xilasedicilərə təşəkkür etdi