ნარკოლოგი, ზურა სიხარულიძე საგანგებო მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს:
„1. არ ვიცი რითი გარდაიცვალა ის ბავშვი….ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას
2.ფენტანილზე დავწერე 100-ჯერ და ახალს ვერაფერს ვიტყვი…
3 .არ მოიხმაროთ უცნობი ნივთიერება!
4.მძიმე სინთეტიკური ნარკოტიკების ეპოქაა და ერთი მოხამრებაც შეიძლება სიკვდილით დამთავრდეს!
5.შეცვალეთ კანონი !მომხმარებელსა და დამოკიდებულ ადამიანებს კი ნუ დასდევთ და უმწარებთ ცხოვრებას,არამედ დაეხამრეთ და იზრუნეთ მათზე.
6 ზიანის შემცირებას მიხედეთ!ზიანი შეამცირეთ რაც ნარკოტიკს მოაქვს!ქაღალდზე კი არა- რეალობაში გააკეთეთ რამე…
7.ინფორმაცია გაავრცელეთ ახალგაზრდებში – რა ნარკოტიკებია და რა საფრთხე ელით მათი მოხმარებისას.
8.შექმენით ადრეული შეტყობინების სისტემა !!!
9.ჩაატარეთ კვლევა რა ნარკოტიკია შავ ბაზარზე!
10.გახსენით ინტოქსიკაციური ფსიქოზების მწვავე განყოფილება დიდ ქალაქებში,
სადაც რეანიმატოლოგები, ფსიქიატრები და ნარკოლოგები იმუშავებენ!
11.სასწრაფო დახამრებას ჩაუტარეთ ტრენინგები-ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებებით გამოწვეული მდგომარეობა როგორ მართონ!
…………..
და ასე შეიძლება გავაგრძელო ძალიან დიდხანს იმ პრობლემებზე, რაც დარგშია,უბრალოდ დაწერის აზრსაც ვერ ვხედავ. იმდენია დღეს ამ დარგში ექსპერტი,გადაწყვეტილების მიმღები და მკურნალი ექიმი,რომ თვლაც ამერია და უამრავი სხვადასხვა პროფესიის ექიმი,რომლებიც დაჟინებული მზერით და კიდევ კაცმა არ იცის რა მეთოდებით მკურნალობენ ადამინებს…ასე რომ მე ჯობია სხვა სფეროში გადავიდე“,- წერს ზურა.