This is a specific ad

სტამბოლის ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

49

Another advertisement

სტამბოლის ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. თავდასხმა ქალაქის კათოლიკურ ეკლესიაზე გუშინ განხორციელდა.

ორი ნიღბიანი პირი ეკლესიაში წირვის დროს შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა. თურქეთის პოლიციამ თავდასხმაში ეჭვმიტანილები უკვე დააკავა.

იერლიკაიას თქმით, თურქეთის პოლიციამ რეიდები ჩაატარა 30-ზე მეტ ლოკაციაზე და სულ 47 ადამიანი დააკავა, ხოლო ეჭვმიტანილები ბოლო ორი რეიდისას დააკავეს.

„ორივე ეჭვმიტანილი უცხოელია. ერთ-ერთი ტაჯიკეთიდან და მეორე რუსეთიდან. ჩვენი შეფასებით, ისინი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრები არიან“, – აღნიშნა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

Kateqoriya: Dünya, Maraqlı
Sonrakı yazı
Rustavidə yol-nəqliyyat hadisəsi baş verib
Öncəki yazı
The New York Times-ი აჭარული ხაჭაპურის შესახებ სტატიას აქვეყნებს