This is a specific ad

Ge • Az 2024 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

57

Another advertisement
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განსახორციელებლად, ქვეყნის მასშტაბით 40 610 000 ლარი განისაზღვრა.
2024 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამის განხორციელებისთვის 1 232 000 ლარი გამოიყო.
სოფლებში შეხვედრები, საერთო კრების ფორმატში, 12 თებერვლიდან დაიწყება და მოსახლეობა დასახლებების მიხედვით განსაზღვრავს დასაფინანსებელ პროექტებს.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება, სხვადასხვა სოფელში შემდეგი პროექტები განხორციელდეს:
• სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა.შ.);
• სარწყავი სისტემები;
• სანიაღვრე არხები;
• ნაპირსამაგრი სამუშაოები;
• გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა;
• ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები;
• გარე განათება;
• სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა;
• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი;
• ამბულატორიის შენობები;
• სასაფლაოების შემოღობვა და კეთილმოწყობა;
• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი;
• სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით;
• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი;
• მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა;
• გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
________________________
2024-cü ilin „Kəndə Dəstək Proqramı“
Gürcüstan hökumətinin fərmanına əsasən, „Kəndə Dəstək Proqramı“-nın həyata keçirilməsi üçün 40 610 000 lari müəyyən edilib.
2023-cü ildə, Marneuli Munisipalitetində sözügedən proqramın həyata keçirilməsi üçün 1 232 000 lari ayrılıb.
Fevralın 12-dən etibarən, kəndlərdə ümumi yığıncaq formatında görüşlər başlayacaq və əhali yaşayış məntəqələrinə uyğun olaraq maliyyələşdiriləcək layihələri müəyyənləşdirəcək.
„Kəndə Dəstək Proqramı“ çərçivəsində yerli əhalinin qərarına əsasən, müxtəlif kəndlərdə aşağıdakı layihələri həyata keçirmək mümkün olacaq:
• İçməli su sistemləri (o cümlədən quyular, su boruları, baş qurğular, təmizləyici qurğular, və s.);
• Suvarma sistemləri;
• Drenaj kanalları;
• Sahilbərkitmə işləri;
• Yollar və yol kənarındakı dayanacaqlar; Həmçinin, səkilər və yol infrastrukturunun digər tərkib hissəsi;
• Körpülər, barmaqlıqlar, keçidlər;
• Xarici işıqlandırma;
• Məktəblərin yerləşdiyi ərazinin abadlaşdırılması;
• Məktəbəqədər təhsil müəssisələri və müvafiq inventar;
• Ambulatoriya binaları;
• Qəbiristanlıqların hasarlanması və abadlaşdırılması;
• İdman infrastrukturu, sahələr və sahə inventarı;
• Parklar, o cümlədən uşaq meydançaları, müvafiq inventarla, həmçinin müvafiq inventarla istirahət yerləri və sanuzel (vanna otağı);
• Dəyirmanların və müvafiq inventarların bərpası;
• Mini-SESlər və müvafiq reabilitasiya/bərpa;
• Coğrafi obyektlərin adlarına və ünvanlarına uyğun olaraq, həmçinin turistik yerlərə işarə edən müvafiq işarələrin yerləşdirilməsi.
Ətraflı məlumat üçün linkə daxil olun:
Kateqoriya: Region
Sonrakı yazı
Ge • Az მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2023 წლის სოფლის მხარდამჭერის პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა პროექტი განხორციელდა
Öncəki yazı
İstanbuldakı kilsəyə hücuma görə 47 nəfər saxlanılıb