This is a specific ad

კიდევ ერთი ხანძარი რუსეთიის ნავთობის ბაზაზე

56

Another advertisement

24 იანვრის ღამით ხანძარი იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის საპორტო ქალაქ ტუაფსეში მდებარე ნავთობის ბაზაზე, რომელსაც წინ რამდენიმე აფეთქება უძღოდა.

რის შესახებ რუსული ტელეგრამ-არხები – „ბაზა“, „ასტრა“ და „112“ იუწყებოდნენ. მათივე ცნობით, ნავთობის ბაზაზე, სავარაუდოდ, შეტევა დრონებით განხორციელდა.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასახელების გარეშე განაცხადა, რომ ცეცხლი გაუჩნდა „ვაკუუმის დანადგარს“. ოფიციალური ინფორმაციით დაშავებულები არ არიან.

დღეს დილით, კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხანძარი „მთლიანად ლიკვიდირებულია“. შტაბისვე ცნობით, ცეცხლის ჩაქრობაში მონაწილეობდა 99 მეხანძრე და 31 ერთეული ტექნიკა.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
ირანი თურქეთს ღრუბლების მოპარვაში ადანაშაულებს
Öncəki yazı
აზერბაიჯანი საქართველოს საზღვარზე ახალ საბაჟო პუნქტს შექმნის