Another advertisement
ახალაშენებული ბინის 1 კვ.მ-ის მედიანური ღირებულება თბილისის უბნებს შორის ყველაზე ძვირი მთაწმინდაზეა და 5528 ლარს შეადგენს, ყველაზე იაფი კი სამგორში და 3065 ლარია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 1 კვ.მ.-ის ფასი კერძო სახლების სეგმენტშიც განსხვავებულია უბნების მიხედვით, ყველაზე მაღალი ფასი მთაწმინდაზე და ვაკეშია, ყველაზე დაბალი კი გლდანსა და სამგორში.
2023 წლის მეოთხე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (2.5 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.3 პროცენტი).
2022 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ფასების ზრდა დაფიქსირდა ორივე სეგმენტში – ბინებზე 14.2 პროცენტით, ხოლო კერძო სახლებზე 8.6 პროცენტით.