Another advertisement
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის გაცნობა, რომლის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, 1000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლებსაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი ჰყავთ სახელმწიფო ახალ საცხოვრებელ ფართებს გადასცემს.
პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.
ქვემო ქართლში გამართულ, სამუშაო შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მისი მოადგილეები: ნიკა კობახიძე და კახა კობერიძე, რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისის, დმანისის, წალკის, მარნეულის მუნიციპალიტეტების მერები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან დოლიძე, შეფასების სამმართველოს უფროსი, გიორგი მაზმიშვილი და ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს უფროსი, დავით ჭოხონელიძე ესწრებოდნენ.