This is a specific ad

რეკორდულად გაიზარდა ელექტროენერგიის გამომუშავება და მისი ექსპორტი, აღნიშნული ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდება – რომეო მიქაუტაძე

52

Another advertisement

მინისტრის პირველი მოადგილემ  მადლობა გადაუხადა ცენტრალური სადისპეტჩეროს თანამშრომლებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფენ ქვეყნის უწყვეტ ელექტრომომარაგებას. 

„საქართველოს ელექტროსისტემის ცენტრალური სადისპეტჩეროდან მინდა მივულოცო ახალი წელი სრულიად საქართველოს, თითოეულ მის მოქალაქეს და მათ მშვიდობა და კეთილდღეობა ვუსურვო. 2023 წელი საქართველოს ენერგეტიკაში განსაკუთრებით წარმატებული იყო. მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, რეკორდულად გაიზარდა როგორც ელექტროენერგიის გამომუშავება, ისე მნიშვნელოვნად გაიზარდა მისი ექსპორტი, რამაც დარგში წარმოშვა დამატებითი დოვლადი და ხელი შეუწყო ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. აღნიშნული ტენდენცია 2024 წელსაც გაგრძელდება. მთავრობის დეკლარირებული პოლიტიკაა განახლებადი ენერგიის წყაროების ოპტიმალური ათვისება და ენერგოქსელში ინტეგრირება, რაც გააუმჯობესებს როგორც ქვეყნის ენერგომომარაგებას, ასევე გაზრდის მის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას,” – განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.  

ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრში 24-საათიან ცვლაში მომუშავე დისპეტჩერები ახორციელებენ მეზობელი ქვეყნების ელექტროენერგეტიკულ სისტემებთან ოპერატიულ მოლაპარაკებებს; ელექტროსადგურების, ქვესადგურების და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების ოპერირებას ნორმალურ და ავარიულ სიტუაციებში; ელექტროსადგურებში სიმძლავრის ბალანსების კონტროლს და ექსპორტ-იმპორტის გრაფიკების დაცვასა და მონიტორინგს.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
გამოცხადდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამა სტარტაპებისთვის – GIST Business Incubation
Öncəki yazı
მზის ახალი ელექტროსადგურის მშენებლობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება