ვერძი
შესაძლოა, მთელი დღე უამრავი საქმით მოგიწიოთ დაკავება, თქვენი ენერგიულობა და აქტიურობა საშუალებას მოგცემთ ყველაფერი მოასწროთ. შეიქმენით საახალწლო განწყობა და არ დაგავიწყდეთ სურვილების ჩაფიქრებაც!
კურო
აქტიური კომუნიკაციებით და მოლაპარაკებებით დახუნძლული დღეა, თავი შეიკავეთ დიდ განმავლობაში დიდ მანძილზე გადაადგილებისგან, იყავით ყურადღებით გზებზე და საჭესთან.
ტყუპები
შესაძლოა, ფინანსურ თემებთან დაკავშირებით, ცოტა იმედგაცრუებული დარჩეთ, მაგრამ ამან არ უნდა იმოქმედოს წინასაახალწლო განწყობაზე, ყველაფერი მალე დალაგდება.
კირჩხიბი
ეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში, შეინარჩუნოთ შინაგანი წონასწორობა და ნუ გაღიზიანდებით ახლობლების მცდელობაზე, ზეგავლენა მოახდინონ თქვენზე. გახსოვდეთ, პოზიტიური საახალწლო განწყობა მომავალი წარმატებული წლის წინაპირობაა.
ლომი
გამონახეთ დრო განმარტოებისა და საკუთარი თავისთვის, შესაძლოა, თავი გარიყულ ადამიანად იგრძნოთ, მაგრამ შეეცადეთ, აიმაღლოთ განწყობა და პოზიტიურად და იმედით შეხვდეთ ახალ წელს.
ქალწლული
თავი შეიკავეთ ურთიერთობის გარკვევისგან, იმხიარულეთ და თავი დაანებეთ სხვების თვალთვალს, მშვიდად შეხვდით გამოხტომებს და გარჩევები სხვა დროისთვის დაგეგმეთ.
სასწორი
სიმშვიდე და წინდახედულობა მეტად სასიკეთო იქნება თქვენთვის, შეეცადეთ, შექმნათ ჰარმონიული გარემო, ან საერთოდ გაერიდეთ ახლობლებს და სადმე გაემგზავრეთ. ნუ გადაამეტებთ ალკოჰოლის მიღებისას.
მორიელი
თავი შეიკავეთ კამათისა და დაპირისპირებისაგან, შესაძლოა ,გადაიდოს დაგეგმილი მგზავრობა, ნუ დაღონდებით, გამოიყენეთ ეს პერიოდი ახალი მიზნებისთვის.
მშვილდოსანი
შესაძლოა, ვერ მიიღოთ ის საჩუქარი რომელსაც ელოდით, კარგი იქნება თუ ნაკლებად იფიქრებთ წვრილმან პრობლემებზე. ესტუმრეთ დიდი ხნის უნახავ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს, იმხიარულეთ.
თხის რქა
უჩვეულოდ და საკმაოდ მოკრძალებულად გაატარებთ ამ დღეს ოჯახურ გარემოში, არის მცირე გაუგებრობების ალბათობა, კომპრომისი ახლა გამოსავალია. იფიქრეთ საახალწლო გარემოს გახალისებაზე.
მერწყული
მოუფრთხილდით ჯანმრთელობას, იზრუნეთ ოჯახის წევრებზე, თქვენი საახალწლო გეგმები რომ არ ჩაიშალოს, გააკონტროლეთ ემოციები.
თევზები
შეძლებთ, დროებით მაინც დაივიწყოთ არსებული პრობლემები და მთელი არსებით ჩაერთვებით სადღესასწაულო სამზადისში. მოიფიქრეთ რაიმე მხიარული და რომანტიკული, გახალისდით და შეეგებეთ ახალ წელს ახალი მიზნებით.