Another advertisement
რუსეთის ქალაქ ბელგოროდში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი გარდაიცვალა, 100-ზე მეტი დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო “ტელეგრამის“ პირად არხზე ავრცელებს.
მათი ცნობით, „უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან დაბომბვის“ შედეგად ბელგოროდში 12 ზრდასრული და 2 ბავშვი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 108 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 15 ბავშვი.
“ტელეგრამის” არხებში ქვეყნდება ვიდეოები და კადრები, რომლებზეც, როგორც ამტკიცებენ, ბელგოროდის დაბომბვის შედეგებია აღბეჭდილი. მათზე ჩანს ცეცხლწაკიდებული მანქანები, დაზიანებული შენობები, მათ შორის – საცხოვრებელი სახლები.