This is a specific ad

“კრემლთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკება გამოირიცხა“ – რუსეთმა უკრაინაზე ყველაზე მასშტაბური საჰაერო თავდასხმა განახორციელა: შემთხვევის შედეგად 31 ადამიანი დაუღუპა

52

Another advertisement

პა­რას­კევს, რუ­სეთ­მა უკ­რა­ი­ნა­ზე ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა – შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 31 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე და­ი­ღუ­პა, და­იჭ­რა 160-ზე მეტი. უკ­რა­ი­ნის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ამ თავ­დას­ხმის შემ­დეგ “კრემლთან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მო­ლა­პა­რა­კე­ბა გა­მო­ი­რი­ცხა“.

“დღეს მი­ლი­ო­ნო­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი აფეთ­ქე­ბის ხმა­მა­ღალ­მა ხმამ გა­აღ­ვი­ძა. ვი­სურ­ვებ­დი, რომ უკ­რა­ი­ნა­ში აფეთ­ქე­ბე­ბის ეს ხმე­ბი მთელ მსოფ­ლი­ო­ში ის­მო­დეს”, – თქვა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა დმიტ­რო კუ­ლე­ბამ და მო­კავ­ში­რე­ებს დახ­მა­რე­ბის­კენ მო­უ­წო­და.

“რუ­სე­თი თავს დაგ­ვეს­ხა ყვე­ლაფ­რით, რაც მის არ­სე­ნალ­შია… გას­რო­ლი­ლი იქნა და­ახ­ლო­ე­ბით 110 რა­კე­ტა, რო­მელ­თა უმე­ტე­სო­ბა ჩა­მო­ვაგ­დეთ“, – გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ Telegram-ზე.

რუ­სე­თის ელჩმა გა­ე­რო­ში ვა­სი­ლი ნე­ბენ­ზი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ მოს­კო­ვი თავს და­ეს­ხა მხო­ლოდ სამ­ხედ­რო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას და რომ უკ­რა­ი­ნის სა­ჰა­ე­რო თავ­დაც­ვის სის­ტე­მე­ბი პა­სუ­ხის­მგე­ბელ­ნი არი­ან მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ღუპ­ვა­ზე.

თავ­დას­ხმის შე­დე­გად რვა ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და 13 და­იჭ­რა სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ზა­პო­რო­ჟი­ეს რე­გი­ონ­ში, ასე­ვე და­ზი­ან­და სა­მო­ქა­ლა­ქო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის ობი­ექ­ტე­ბიც. ექ­ვსი ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა დნეპ­რო­პეტ­როვ­სკის ცენ­ტრა­ლურ რე­გი­ონ­ში, ხან­ძა­რი გაჩ­ნდა სამ­შო­ბი­ა­რო­ში.

უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა რუს­ტემ უმე­როვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ეს იყო “ამ ომის ყვე­ლა­ზე მა­სი­უ­რი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმა” და მას­ში 18 სტრა­ტე­გი­უ­ლი ბომბდამ­შე­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
Azərbaycanda Məhəmməd Əmin Rəsulzadənin 140 illiyi qeyd ediləcək – SƏRƏNCAM
Öncəki yazı
ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა საზოგადოებაში, აქვს ძალიან დიდი რესურსი, უდიდესი პატივისცემა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან – კახა კალაძე