This is a specific ad

რა რეჟიმით იმუშავებს უქმე დღეებში შემოსავლების სამსახური – განცხადება

50

Another advertisement

2024 წლის ბოლოსთვის მთლიანად იქნება ჩამოსული 18-მეტრიანი ავტობუსები. 50 ერთეული იანვრის ბოლოდან უკვე დაიწყებს ქალაქში მოძრაობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ  განაცხადა.

„გვინდა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართული იყოს, ყველასთვის ხელმისაწვდომი, გადაადგილება თავისუფლად იყოს შესაძლებელი. იმიტომ კეთდება ეს ინფრასტრუქტურა, იხაზება საავტობუსო ზოლები, რომ ადამიანებმა, რომლებიც იყენებენ ავტობუსებს და მიკროავტობუსებს თავისუფლად, სწრაფად და კომფორტულად შეძლონ დედაქალაქის ნებისმიერ წერტილში გადაადგილება“, – აღნიშნა მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალურ მიმართულებაზეც.

„ჩვენ 33 000 მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ ერთჯერად დახმარებაზე, 30000 მოთხოვნა მედიკამენტების დაფინანსების თვალსაზრისით, ძალიან ბევრი პროგრამები გვაქვს და ეს პროგრამები გაგრძელდება. როგორც ქალაქის მერი და ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანი, ვისურვებდი, რომ ისე გავძლიერდეთ ეკონომიკურად, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი საჭიროებდეს მერიის მხრიდან მხარდამჭერი პროგრამების მიტანას და ხელშეწყობას. თუმცა, ჩვენ მზად ვართ ყველას გვერდში დავუდგეთ, არ დავტოვოთ ადამიანები პრობლემების პირისპირ და ყველას გამოვუცხადოთ მაქსიმალურად თანადგომა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
აქტიური მართვის მოწმობების რაოდენობა 2%-ითაა გაზრდილი
Öncəki yazı
რა რეჟიმით იმუშავებს უქმე დღეებში შემოსავლების სამსახური – განცხადებ