Another advertisement
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გორში, ნაქირავებ ბინაში ნაპოვნი გარდაცვლილი სამხედრო 1982 წელს დაბადებული კაპრალი ივანე გოგიძეა.
“თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ივანე გოგიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
სამხედრო მოსამსახურე 28 დეკემბერს, გორში ნაქირავები საცხოვრებელი ბინის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, წყლის გამათბობლის გაუმართაობა და შედეგად ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა. გარდაცვლილს უტარდება შესაბამისი ექსპერტიზა”, – ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.