Another advertisement
სულხან-საბა ორბელიანის ქუჩაზე, მერიის მიმდებარედ, 14:00 საათიდან მოეწყობა საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და სადღესასწაულო მარში გაიმართება.
ღონისძიების პატარა სტუმრებისთვის მოეწყობა სხვადასხვა აქტივობა, ბავშვებს ილუზიონისტი, ზღაპრის გმირები, ანიმატორების საბავშვო პროგრამა გაახალისებს, სანტა კი საჩუქრებს დაურიგებს.
18:00 საათზე, სადღესასწაულო კონცერტი ჯგუფი „ურსას“, თიკა ბალანჩინისა და New One Band-ის მონაწილეობით გაიმართება. გრანდიოზულ კონცერტს ვიკა კალანდია წარუძღვება, საახალწლო ღონისძიება კი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.