This is a specific ad

ვჩუქნი ჩემს 300.000 დოლარად შეფასებულ ნამუშევრებს მას, ვინც ჩემს სურვილს აასრულებს

18

Another advertisement

თვითნასწავლი მხატვარი ხართ და იმას, რასაც აკეთებთ, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. როდის დაიწყეთ ხატვა ბისერის მძივებით და ნახევრად ძვირფასი ქვებით? – დიახ, შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ნამუშევრებს მსოფლიოში ანალოგი არა აქვს. 63 წლის ვიყავი, როდესაც სიზმარი ვნახე, თითქოს ჩემი სხეული თამარ მეფედ გარდაიქმნა და შევძახე, ცოცხალი ყოფილხართ და თქვენს საფლავს რატომ ეძებენ-მეთქი? რაღაც ძალამ გამომაღვიძა, ავიღე ფანქარი და ხატვა დავიწყე. მანამდე არც ნიჭი მქონია ხატვის და არც სურვილი. რომ დავასრულე და შევხედე, გავოცდი, არ მჯეროდა, ნამდვილად ჩემი დახატული თუ იყო, მაგრამ თითქოს რაღაც აკლდა, გაცოცხლება უნდოდა, მე კი საღებავების გამოყენება არ ვიცოდი. გამახსენდა, რომ ბავშვობის დროიდან მოგროვილი ბისერები მქონდა ქილაში შენახული. ვიფიქრე, მოდი, ვცდი, იქნებ მძივებით გავაწყო-მეთქი და მართლაც საუცხოო გამოვიდა. თამარ მეფე იყო პირველი ნამუშევარი. ახლა ავსტრიაშია, კერძო კოლექციაში, ისევე, როგორც ჩემი სხვა ნახატები.

100-ზე მეტი ნამუშევარი მაქვს გაყიდული – მეტწილად უცხოელები ყიდულობდნენ, ბევრიც გავაჩუქე… ურთულესი სამუშაოა, თვეები სჭირდება ერთი ნახატის დასრულებას. ჯერ ფანქრით იხატება და მერე მძივებით ხელმეორედ ხატავ. ბისერებთან ერთად ვიყენებ სვაროვსკის თვლებს, მარგალიტებს… ფერთა შეხამებას მიქებენ. ცოცხალი, მეტყველი სახეები ამიტომაც გამომდის. ძირითადად, პორტრეტებს ვხატავდი, თუმცა მქონდა პეიზაჟებიც, ულამაზესი ყვავილები…

ასე მგონია, ჩემი ყველა სათქმელი ჩემს ნახატებშია. ახლა ვეღარ ვხატავ, მხედველობამ მიღალატა და გული მწყდება.

ძალიან მინდა, ჩემს ნახატებს პატრონი გამოუჩნდეს. მხოლოდ იმას ვნატრობ, რომ ჩემი სახელობის მუზეუმი გაიხსნას, სადაც გამოიფინება და შემდეგ სახელმწიფოს დარჩება.

ამ თხოვნით მივმართე არაერთ ადამიანს, ვისაც ხელეწიფებოდა ამის გაკეთება, მომაქცევს-მეთქი, მაგრამ პასუხი არავისგან მიმიღია. ვჩუქნი ჩემს 300.000 დოლარად შეფასებულ ნამუშევრებს მას, ვინც ჩემს სურვილს აასრულებს…

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
Ge/Az მარნეულელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატზე ხუთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
Öncəki yazı
“მშობლების გასაგონად ვამბობ, ჩემო ძვირფასებო, თქვენი შვილები წაიყვანეთ და უთხარით, რომ ბებიებისთვის, პაპებისთვის იყიდონ საჩუქრები… ბავშვი მზრუნველობას ეჩვევა…” – ფსიქოლოგის რჩევა მშობლებს