This is a specific ad

პუტინი დიპლომატიური არხების საშუალებით იტყობინება, რომ მზად არის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად – The New York Times

62

Another advertisement

2023 წლის სექტემბრიდან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სხვადასხვა დიპლომატიური არხის საშუალებით იტყობინება, რომ მზად არის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. ამის შესახებ ორ ყოფილ რუს მაღალჩისანზე, ასევე მოქმედ ამერიკელ და სხვა ქვეყნის წარმომადგენელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით The New York Times-ი წერს.

გამოცემის წყაროების თქმით, პუტინმა შუამავლების საშუალებით გამოთქვა მზადყოფნა, შეწყვიტოს ცეცხლი და „გაყინოს“ საომარი მოქმედებები დღევანდელ საზღვრებში.

„ისინი ამბობენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის. მზად არიან დარჩნენ იქ, სადაც ახლა არიან“, – ამბობს უცხო ქვეყნის წარმომადგენელი მაღალჩინოსანი, რომელიც რუსეთის წარმომადგენლებს შემოდგომაზე ხვდებოდა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ პუტინი ასეთი წინადადებით 2022 წლის შემოდგომაზეც გამოდიოდა, როდესაც უკრაინელებმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქში ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნეს. მათი განცხადებით, პუტინი ნათლად მიანიშნებდა, რომ მზად არის ცეცხლი შეწყვიტოს, თუ რუსეთი დაკავებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებს.

NYT-ის ცნობით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ახალ წინანადებას დათანხმდება, ვინაიდან კიევს აქამედ არაერთხელ უთქვამს, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაციას აპირებს. ამერიკელი მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ პუტინი შესაძლოა მათ შეცდომების შეყვანაში ცდილობდეს. ყოფილი რუსი მაღალჩინოსნების თქმით, რუსული ჯარის მიერ წარმატებების მიღწევის შემთხვევაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება გადაიფიქროს.

ამერიკელი მაღალჩინოსნები NYT-თან საუბარში ამბობენ, რომ პუტინის წინანადების მიღების შემთხვევაში უკრაინა შეინარჩუნებს სუვერენულ სახელმწიფოს, თუმცა რუსეთის კონტროლის ქვეშ უკრაინის ტერიტორიის თითქმის 20% იქნება. მათივე თქმით, ახლა არცერთი წამყვანი უკრაინელი პოლიტიკოსი ახლა ასეთ წინადადებაზე არ წავა.

Kateqoriya: Dünya
Sonrakı yazı
პატარა, რომელიც 800 გრამს იწონიდა და სიცოცხლისთვის სამი თვე იბრძოლა, უკვე მშობლების გვერდითაა
Öncəki yazı
მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია