ახმეტაში ახალგაზრდა ქალი საკეისრო კვეთის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე კლინიკის ხელმძღვანელი, გიორგი უძილაური განმარტავს, რომ გარდაცვალების მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, თრომბოემბოლია გახდა, რადგან ქალი ოპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა და კონტაქტური იყო.
“საკეისრო კვეთის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა, პაციენტი იყო კონტაქტური, აქტიური. მეორე დღეს, ოპერაციიდან 24 საათში ერთ-ერთი წამოდგომის დროს მოულოდნელად დაფიქსირდა გარდაცვალება, სწორედ ამიტომ, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს თრომბოემბოლიის განვითარებასთან. ბუნებრივია, მაშინვე დავიწყეთ რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ბავშვი კარგად არის, გავწერეთ დღეს და ყველა საქმის კურსშია, უბნის პედიატრიც და სოციალური სამსახურიც” – განაცხადა გია უძილაურმა.
გარდაცვლილი 38 წლის არის, მას სამი მცირეწლოვანი შვილი, ორი ვაჟი და ერთი გოგონა დარჩა.