This is a specific ad

ხაიში-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

21

Another advertisement

თოვის და ლიპყინულის გამო,  ხაიში-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო,  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის  საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ140-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
EU საელჩო მოქალაქეებს საქართველოში მათ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვების დასასმელად იწვევს.
Öncəki yazı
ბრიუსელის ქუჩებსა და საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს ტურისტულ მიმართულებას ეცნობიან