Another advertisement
2023 წლის ნოემბერში, საქართველოდან საზღვარგარეთ 31,3 მლნ აშშ დოლარი (84,6 მლნ ლარი) გადარიცხა, რაც 2022 წლის ანალოგიური თვის მაჩვენებელზე, 0,5%-ით ნაკლებია.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა თურქეთში, რომელზეც გადარიცხვების დაახლოებით 23% მოდის, შემდეგია აზერბაიჯანი 11,9%-ით და რუსეთი – 11,4%-ით.
უფრო კონკრეტულად, იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც 2023 წლის ნოემბერში ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა ასე გამოიყურება:
- თურქეთი – 7,051 მლნ აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი – 3,689 მლნ აშშ დოლარი
- რუსეთის ფედერაცია – 3,556 მლნ აშშ დოლარი
- უკრაინა – 2,322 მლნ აშშ დოლარი
- საბერძნეთი – 1,587 მლნ აშშ დოლარი
- უზბეკეთი – 1,518 მლნ აშშ დოლარი
- აშშ – 1,296 მლნ აშშ დოლარი
- ყაზახეთი – 1,198 მლნ აშშ დოლარი
- იტალია – 966 ათასი აშშ დოლარი
- პოლონეთი – 908.5 ათასი აშშ დოლარი