This is a specific ad

ძიუდო | ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია

21

Another advertisement

კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში გამართულ ევროპის ღია პირველობაზე ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ფინალურ დაპირისპირებაში ქართველმა ისრაელის წარმომადგენელი, ტიმნა ნელსონ ლევი 30 წამში იპონით დაამარცხა.

შეჯიბრზე, რომელიც წლეულს პირველად ჩატარდა, ასპარეზობები მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში გაიმართა.

ევროპის ღია პირველობაზე გამომსვლელმა მეორე ქართველმა, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლა აზერბაიჯანელ ჰეიდაროვთან დათმო.

ევროპის ღია პირველობის საპრიზო ფონდი 300 ათასი ევრო გახლდათ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
ვის და რამდენით გაუძვირდება გაზის ტარიფი 1 იანვრიდან – კომპანიის განცხადება
Öncəki yazı
Forum “Qərbi Azərbaycana Qayıdış Beynəlxalq müstəvidə”