This is a specific ad

ოზურგეთში ძაღლმა ორი ბავშვი დაკბინა – მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა

50

Another advertisement

ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მე­რი­ა­ში ძაღ­ლმა ორი ბავ­შვი დაკბი­ნა. შემ­თხვე­ვის დროს, ბავ­შვე­ბი დე­დას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

ერთ-ერთი, 2 წლის ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა, ის მ. იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გუ­შინ „პიტ­ბუ­ლის“ ჯი­შის ძაღ­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად თავს და­ეს­ხა უფ­როს, 6 წლის ძმას. იმ დროს კი, როცა დედა მე­ზო­ბელ­თან ერ­თად ცდი­ლობ­და დაკ­ბე­ნი­ლი ბავ­შვის მან­ქა­ნა­ში ჩას­მას და კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას, ძაღ­ლი მე­ო­რე, ორი წლის ბავ­შვს და­ეს­ხა და სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა.

რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყვე­ბი­ან, „პიტ­ბუ­ლის“ ჯი­შის ძაღ­ლი სო­ფელ­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ამ­ჩნი­ეს. მა­თი­ვე თქმით, მი­უ­სა­ფა­რი ცხო­ვე­ლე­ბის პრობ­ლე­მა მთელ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არის და შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურს მო­უ­წო­დე­ბენ, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მა მო­აგ­ვა­რონ.

Kateqoriya: Maraqlı
Sonrakı yazı
სტრეპტოციდი, ნოშპა და ციტრამონი – ეფექტურია, თუ არა ადრინდელი მედიკამენტები კვლავ?
Öncəki yazı
1 ჰექტარი პლანტაციიდან შემოსავალი 15 ათას დოლარამდეა – ქართველი ინვესტორები ყაზახეთში ზეთისხილის ჰაბს ქმნიან